ნახევრად უდაბნოები

rub-al-khali1

ნახევრად უდაბნოები საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია  გავრცელებული.ისინი გარდამავალი ეკოსისტემებია მშრალ ბალახეულ და უდაბნოს ეკოსისტემებს შორის. უდაბნოები  საქართველოში არ გვხვდება.ნახევრად უდაბნოები ფართოდაა წარმოდგენილი აზერბაიჯანში, კერძოდ კი მტკვარ-არაქსის დაბლობზე.ჩრდილო-აღმოსავლური დაბოლოებით იგი იჭრება ქვემო ქართლისა და ელდარის ვაკეზე, ხოლო ფრანგმენტები გვხვდება  ივრის ზეგანზეც.ნახევრად უდაბნოს ეკოსისტემები ვითარდება, მშრალი კლიმატის პირობებში და რუხ-ყავისფერ ნიადაგებზე.მშრალი პერიოდი რამდენიმე თვის  განმავლობაში გრძელდება, რაც მცენარეულობის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორია.ნახევრად უდაბნოებისათვის დამახასიათებელია ავშნის ბუჩქ-ბალახა სახეობების სიჭარბე.წვიმიან პერიოდში, უმეტესად გაზაფხულზე,მცირე ზომის მცენარეთა სახეობების ერთი ჯგუფი – ეფემერები ცოტა ხნით “გამოიღვიძებს” და გამოაცოცხლებს ხოლმე ლანდშაფტს.ნახევრად უდაბნოებში მრავლფეროვანია რეპტილიების ფაუნა:აქ ხშირად გვხვდება გლობალურად მოწყვლადი სახეობა – ხმელთაშუა ზღვის კუ, ყველაზე მეტად კი გავრცელებულია შხამიანიგველი-გიურზა და სხვა.Great-Victoria-Desert-600x401.jpg