საქართველოს მინერალური წყლები

Posted: დეკემბერი 13, 2015 in Uncategorized

wyalimineraluri-cr-739x428

საქართველოში ცნობილია მინერალური წყლის არაერთი სახეობა და მრავალი წყარო.ზოგიერთი მადგანი მსოფლიო მნიშვნელობისაა. საქართველოში მინერალური წყაროების გავრცელების ორი ძირითადი ზონაა: კავკასიონის სამხრეთი კალთების და მცირე კავკასიონის.მინერალური წყლების გამოვენა დაკავშირებულია ახალგაზრდა ვულკანიზმთან.სწორედ ამგვარ ფენებში ერევა ნახშირმჟავა გაზი მიწისქვეშა წყლებს.წყლის მინერალური შემადგენლობა პირაპირ კავშირშია ინფილტრაციის ზონის გეოლოგიურ აგებულებასთან.საქართველოს მინერალურ წყლებთან მრავალი კურორტი ფუნქციონირებს. მათ ფარგლებში ყოველდღიურად 25 000მ წყალი მოიპოვება.საქართველოში ყოველდღიურად ამოედინება 130 მილიონი ლიტრი მინერალური წყალი, რომლის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილის გამოყენება ხერხდება. რთული რელიეფის გამო წყაროსთა უმეტესობა არასაკმარისადაა შესწავლილი.ბორჯომის მინერალური წყალი სამკურნალო თვისებებით,მსოფლიოში “მინერალური წყლების დედოფლის” სახელითაა ცნობილი. იგი ნახშირმჟავა – ჰიდროკარბონატულ – ნატრიუმიანი წყალია, რომლის მინერალიზაცია ძალზე მაღალია. მან სახელი XIX  საუკუნიდა გაითქვა და ის სამკურნალოდაც გამოიყენება.

დატოვე კომენტარი