Archive for ნოემბერი, 2015

შავი ზღვა

Posted: ნოემბერი 26, 2015 in Uncategorized

rain-forest1a

შავი ზღვა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ღრმა შიდაკონტინენტური ზღვაა.ის ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს და ატლანტის ოკეანისა უზს მიეკუთვნება.შავი ზღვა საქართველოს დასავლეთიდან 310 კილომეტრის მანძილზე ეკვრის .შავი ზღვა 150-200 მ სიღრმიდან ფსკერამდე პრაქტიკულად უსიცოცხლოა ,რადგან წყალი სრულიად მოკლებულია ჟანგბადს.მის ნაცვლად ჭარბადაა მომწამვლელი გაზი – გოგირწყალბადი, რომელითაც გაჯერებლია ზღვის წყლის საერთო მოცულობის 86 პროცენტი.გოგირდწყალბადის კონცენტრაცია შეადგენს 11-14 მილიგრამს ლიტრში. ამიტ განსხვავდება შავი ზღვა მსოფლიოს სხვა ზღვებისგან.მისი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს – იგი უდიდესი უჟანგბადო წყალსატევია .სამაგიეროდ, წყლის ზედა და თბილი ფენა დიდი რაოდენობით შეიცვს ჟანგბადს , რის გამოც მდიდარია ორგანული სამყაროთი (ძუძუმწოვრებით, თევზებით, კიბოსნაირებით, ჭიებით, მოლუსკებით, უმარტივესებით და სხვა.).მისი 150 სახეობა რელიქტურია,240 კი – ენდემური. ზღვის ფაუნის უმეტესობა ხმელთაშუა ზღვიდანაა შემოსული.საქართველოში შავ ზღვას უდიდესი ტურისტული-რეკრეაციული მნიშვნელობა აქვს . ხმელთაშუა ზღვასთან და საერთოდ, მსოფლიო ოკეანესთან შედარებით, შავი ზღვა ნაკლებმარილიანია ,ზღვაში დიდი რაოდენობით ჩაედინება მტკნარი მდინარეული წყალი,რომელსაც შავი ზღვა ჩრდილო ნაწილში მდებარე ქერჩის სრუტით უკავშირდება.შავი ზღვის სანაპირო ზოლში არაერთი ბალნეოლოგიური და საზღვაო კურორტია ,რომლებსაც ასიათასობით დამსვენებლი სტუმრობს ყოველწლიურად.

es11

საქართველოს ჰავა

Posted: ნოემბერი 26, 2015 in Uncategorized

Koppen_World_Map_(retouched_version)

საქართველოს შედარებით მცირე ტერიტორიაზე არის დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონა დაწყებული ნოტიო სუბტროპიკულიდან, დამთავრებული მარადი თოვლისა და მყინვარების ზონით. საქართველოს ჰავის ნაირგვარობას განსაზღვრავს ერთი მხრივ, მისი მდებარეობა სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთ საზღვარზე შავსა და კასპიის ზღვებს შორის, მეორე მხრივ, მისი რელიეფის განსაკუთრებული სირთულე: ჰავის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობენ სხვადასხვა მიმართულებისა და სიმაღლის ქედები. ადგილობრივ ჰავას ქმნის შავი ზღვა და კავკასიონი. უკანასკნელი საქართველოს იცავს ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასების უშუალო შემოჭრისაგან, ხოლო შავი ზღვა აზომიერებს ტემპერატურის მერყეობას და ხელს უწყობს ნალექების დიდ რაოდენობით მოსვლას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.

ტროპიკული ტყეები

Posted: ნოემბერი 26, 2015 in Uncategorized

დაიცავი ბუნება

rain-forest1a

ტროპიკული ტყეები გავრცელებულია ეკვატორულ, სუბეკვატორულ და ტროპიკულ სარტყლებში.მცენარებით სავსე მარადმწვანე ტენიანი ტროპიკული ტყეები ვითარდება წლის განმავლობაში ნალექებისა და ტემპერატურის თანაბარზომიერი განაწილების პირობებში. მიუხედავად ამისა, რომ ტროპიკული  ტყეების მწვანე საფარი დედამიწის მხოლოდ 20% შეადგენს,ცხოველთა და მცენარეთა სახეობების ნახევარზე მეტი აქ ბინადრობს.ტროპიკულ ტყეებს განადგურება ემუქრება,რადგან ადამიანები ტყეებს მიწათმოქმედებისთვის, მაღაროებისთვის და ტყის მასალის მოსაპოვებლად ჭრიან. მათ შორის არის ამაზონის ტროპიკული ტყე,ის არი ფართოფოთლოვანი ტყე, რომელიც სამხრეთ ამერიკაში მოიცავს უდიდეს ამაზონის აუზს.ამაზონის ტყე ცხრა ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს. ტყის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ბრაზილიაში, სადაც 60%-ია წარმოდგენილი.ხოლო დანარჩენი  ნაწილი წარმოდგენილია ვენესუელაში, ეკვადორში, ბოლივიაში, გაიანაში, სურინამისა და ფრანგულ გვიანაში.ამაზონის ტყე წარმოადგენს პლანეტის ტროპიკული ტყეების ნახევარს და შეიცავს უმდიდრეს სახეობებს. 2008 წელს, ის ერთ-ერთ კანდიდატურას წარმოადგენდა მსოფლიოს შვიდი ბუნებრივი საოცრების ნუსხაში.

amazon-river-gohotoyahoo1

View original post

800px-Polar_Bear_ANWR_3
თეთრი დათვი არის მტაცებელი ძუძუმწოვარი დათვისებრთა ოჯოხიდან.ის ბინადრობს ჩრდილოეთ ყინილოვანი ოკეანის კუნძულებსა და სანაპიროებზე.თეთრი დათვი ერთ-ერთე უდიდესია დათვებს შორის, მამრის სხეულის სიგრძე 2.5-3 მ, ხოლო მდედრის 2-2.5 მ აღწევს. მამრის წონა 400-650 კგ,ხოლო მდედრის 175-300 კგ.მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 20-30 წელია.მისი სხეული დაფარულია თეთრი,ხშირი,გრძელი ბეწვით. თეთრი დათვის ძირითადი საკვებია სელაპი, ჭამს აგრეთვე თევზს, ფრინველებსა და მათ კვერცხებს. ის კარგად ცურავს და ყვინთავს,მას ცურვაში ეხმარება სქელი კანქვეშაცხიმის ფენა,და ეს იცავს მას სიცივისაგან.თეთრი დათვის ლათინური დასახელება ნიშნავს „ზღვის დათვს“, რადგან იგი გავრცელებულია იმ ადგილებში, სადაც ყინულებიანი ზღვა ხვდება დედამიწას. წყალი მათთვის სახლივით არის. ბუნაგში ზამთარს მხოლოდ მაკე მდედრი დათვი ატარებს. იგი ბუნაგს თოვლის გროვაში, წყალთან ახლოს თხრის. მამრი თეთრი დათვები აქტიურობას ინარჩუნებენ მთელი წლის განმავლობაში. პატარა ბელები დეკემბერ-იანვარში იბადებიან და ბუნაგიდან, დაახლოებით, სამი თვის შემდეგ გამოდიან.

Cute-Polar-Bear-polar-bears-35634913-1600-1067

წიწოვანი მცენარეები

Posted: ნოემბერი 16, 2015 in Uncategorized

ckaltubo1
სიტყვა “წიწვისაგან” წარმოიშვა ნაძვის და ფიჭვის საერთო სახელი-წიწვიანი მცენარეები.წიწვოვნები დაახლოებით გაჩნდნენ 290 მლნ წლის წინ.წიწვიანი მცენარეების წარმომადგენლებია:ფიჭვი,ნაძვი,სოჭი,უთხოვარი,კედარი,ლარიქსი და სხვა.ხშირად მერქანში და წიწვებშიც,მოეპოვებათ მათ ფისი.წიწვოვანების ყვავილები გირჩებად არის შეკრული,ამიტომ წიწოვნებს გირჩოსნებსაც უწოდებენ.წიწვოვანებს ბუტკო არ აქვთ,მათ თესლკვირტები აქვთ ღიაა და ქარის მოტანილი მტვრის მარცვლები მათ ეცემათ. წიწვოვანნი-შიშველთესლოვან მცენარეთა ყველაზე მრავალფეროვანი ქვეკლასია.ძირითადად ხეებია,იშვიათად-ბუჩქები.ისინი ზოგჯერ ჩვეულებრივ მარადმწვანეები,მაგრამ ძოგჯერ ფოთოლმცვენებიც არიან.წიწვოვანთა ფოთლები მთლიანია,ნემსისებრი(წიწვი),მჯდომარე,ძოგჯერ ქერქლისებრი და ფირფიტისებრია(ხაზური და ლანცეტა),აქვთ ქსერომორფული აგებულება.წიწვოვანი მცენარეები, გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. ისინი გამოიყენება როგორ სამედიცინო, ისე კოსმეტიკური პროდუქციის დასამზადებლად.
2167595750_54477732c9timthumb