Archive for დეკემბერი, 2015

ჰაერის დაბინძურება

Posted: დეკემბერი 25, 2015 in Uncategorized

07e8e5877b0f

გარემოს დაბინძურებაში ყველაზე მეტად ადამიანის ხელი ურევია.დაბინძურების მთავარი წყაროებია:ქარხნები, ავტომობილები, სხვადასხვა საწარმოები და  სხვ. დაბინძურებული ჰაერი ადამიანს და სხვა ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს.ჰაერში ნარჩენი აირების დაგროვება მჟავურ წვიმებს იწვევს, რომლებიც ხეებს, ტბებს, მდინარეებსა და შენობებსაც კი აზიანებს.   ჰაერს ამ ყველაფერთან ერთად აბინძურებს ქალაქის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი, რომელზეც ღიად არის გარეთ დაყრილი და დაუფარავი ორგანული ნარჩენების ლპობის შედეგად გამიოყოფა მავნე აირები. ადგილი აქვს ნარჩენების ღიად წვას, რომლის დროსაც გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებები ქარბის დროს იფანტება.მჟავური წვიმები მდინარეებს და ტბებს აბინძურებს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის წყლის დაბინძურების მიზეზი,არსებობს ქალაქები რომლებშიც არის მდინარეები და ზღვები და შიგნით ჩაედინება  გარემოსთვის საზიანო ნარჩენები და ბინძურდება რის შედეგადაც თევზები და წყლის მცენარეები იხოცება.ზღვას ძლიერ აბინძურებს ტანკერებიდან და ნავთობის კოშკურებიდან ჩაღვრილი ნავთობი.ამის შედეგად იცვლება და უარესდება ატმოსფეროს ქიმიური შედგენილობა, მასში იზრდებანახშიროჟანგის შემცველობა, მცირდება ოზონის შრე, ჩვენი პლანეტის დამცავი აპკი,რომელიც იცავს ყოველივე ცოცხალს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

45678gamonabolqvi1

 

ფუტკრები

Posted: დეკემბერი 22, 2015 in Uncategorized

a433d9f13ea4

ფუტკარი- სიფრიფანაფრთიანების  რიგის მწერი ფუტკრების  ზეოჯახისა,არსებობს ფუტკრების დაახლოებით 21 ათასი სახეობა და 250 გვარი და ანტრაქტიდის გარდა ყველგანაა გავრცელებული. ფუტკარი ოდითგანვე ადამიანის თანამგზავრია. მრავალი ზღაპარი თუ ლეგენდა შეითხზა ფუტკრის შესახებ.მას აქვს გრძელი ხორთუმი, რომელსაც იყენებს მცენარეებიდან ნექტარის ამოსაწუწნად,აქვს ორი წყვილი ფრთა, უკანა წყვილი ზომით წინაზე პატარაა.ფუტკარი სასარგებლოა როგორც მცენარეთა დამმტვერავი.კიდევ არსებობს მეთაფლიე ფუტკარი და ისინი გამოიმუშავებენ თაფლს.Honey_bee_(Apis_mellifera)

ოზონი

Posted: დეკემბერი 21, 2015 in Uncategorized

f783847e82c5

ოზონი – არის აირის სახეობაა,რომელიც განსაზღვრავს დედამიწის ატმოსფეროში მზის რადიაციის შთანთქმის ხასიათს,ის შედგება 3 ატომისგან რაც სასუნთქად მომაკვდინებელი ხდება , ამიტომაა რომ იგი ატმოსფეროში ნაკლებადაა და მაღლაა მოქცეული.ის უზრუნველყოფს ადამიანების დაცვას, მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. ოზონი წარმოიქმნება წვიმის და ჭექა-ქუხილის  შედეგად,დედამიწის ზედაპირთან ახლოს ტროპოსფეროში  ოზონი ქიმიურ რეაქციაში შედის ატმოსფეროს დამაბინძურებელ გაზებთან, როგორიცაა ავტომობილის გამონაბლოქვი, საწვავის ორთქლი და ა.შ. რაც იწვევს მის შეთხელებას. ოზონი ყველაზე მეტად 2900 A-ზე უფრო მოკლე ტალღის სიგრძის მქონე რადიაციას შთანთქავს, ამიტომ რადიაციის ბიოლოგიურად ყველაზე აქტიური ნაწილი არ აღწევს დედამიწის ზედაპირს. რადიაციის შთანთქმის გამო ოზონის ფენის ტემპერატურა მატულობს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ატმოსფეროს სითბურ რეჟიმზე.ატმოსფეროში არსებული ოზონის 90% შედის სტრატოსფეროში, დაახლოებით 10-დან – 50-თი კილომეტრის სიმაღლეზე. ოზონის ბუნებრივი მდგომარეობა სტრატოსფეროში განაპირობებს იმ ბალანსს, რომლის საშუალებითაც ქიმიური რეაქციის საფუძველზე მზის სხივების უარყოფითი გამოსხივება ნეიტრალდება.

Top_of_Atmosphere

wyalimineraluri-cr-739x428

საქართველოში ცნობილია მინერალური წყლის არაერთი სახეობა და მრავალი წყარო.ზოგიერთი მადგანი მსოფლიო მნიშვნელობისაა. საქართველოში მინერალური წყაროების გავრცელების ორი ძირითადი ზონაა: კავკასიონის სამხრეთი კალთების და მცირე კავკასიონის.მინერალური წყლების გამოვენა დაკავშირებულია ახალგაზრდა ვულკანიზმთან.სწორედ ამგვარ ფენებში ერევა ნახშირმჟავა გაზი მიწისქვეშა წყლებს.წყლის მინერალური შემადგენლობა პირაპირ კავშირშია ინფილტრაციის ზონის გეოლოგიურ აგებულებასთან.საქართველოს მინერალურ წყლებთან მრავალი კურორტი ფუნქციონირებს. მათ ფარგლებში ყოველდღიურად 25 000მ წყალი მოიპოვება.საქართველოში ყოველდღიურად ამოედინება 130 მილიონი ლიტრი მინერალური წყალი, რომლის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილის გამოყენება ხერხდება. რთული რელიეფის გამო წყაროსთა უმეტესობა არასაკმარისადაა შესწავლილი.ბორჯომის მინერალური წყალი სამკურნალო თვისებებით,მსოფლიოში “მინერალური წყლების დედოფლის” სახელითაა ცნობილი. იგი ნახშირმჟავა – ჰიდროკარბონატულ – ნატრიუმიანი წყალია, რომლის მინერალიზაცია ძალზე მაღალია. მან სახელი XIX  საუკუნიდა გაითქვა და ის სამკურნალოდაც გამოიყენება.