ოზონი

Posted: დეკემბერი 21, 2015 in Uncategorized

f783847e82c5

ოზონი – არის აირის სახეობაა,რომელიც განსაზღვრავს დედამიწის ატმოსფეროში მზის რადიაციის შთანთქმის ხასიათს,ის შედგება 3 ატომისგან რაც სასუნთქად მომაკვდინებელი ხდება , ამიტომაა რომ იგი ატმოსფეროში ნაკლებადაა და მაღლაა მოქცეული.ის უზრუნველყოფს ადამიანების დაცვას, მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. ოზონი წარმოიქმნება წვიმის და ჭექა-ქუხილის  შედეგად,დედამიწის ზედაპირთან ახლოს ტროპოსფეროში  ოზონი ქიმიურ რეაქციაში შედის ატმოსფეროს დამაბინძურებელ გაზებთან, როგორიცაა ავტომობილის გამონაბლოქვი, საწვავის ორთქლი და ა.შ. რაც იწვევს მის შეთხელებას. ოზონი ყველაზე მეტად 2900 A-ზე უფრო მოკლე ტალღის სიგრძის მქონე რადიაციას შთანთქავს, ამიტომ რადიაციის ბიოლოგიურად ყველაზე აქტიური ნაწილი არ აღწევს დედამიწის ზედაპირს. რადიაციის შთანთქმის გამო ოზონის ფენის ტემპერატურა მატულობს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ატმოსფეროს სითბურ რეჟიმზე.ატმოსფეროში არსებული ოზონის 90% შედის სტრატოსფეროში, დაახლოებით 10-დან – 50-თი კილომეტრის სიმაღლეზე. ოზონის ბუნებრივი მდგომარეობა სტრატოსფეროში განაპირობებს იმ ბალანსს, რომლის საშუალებითაც ქიმიური რეაქციის საფუძველზე მზის სხივების უარყოფითი გამოსხივება ნეიტრალდება.

Top_of_Atmosphere

დატოვე კომენტარი