Archive for აპრილი, 2015

ქაცვის ხე
არსებობს ბევრი სამკურნალო მცენარე, მათგან ერთ-ერთია ქაცვი,ქაცვი იზრდება მდინარის ნაპირებზე, მთის ფერდობებზე, ტენიან ადგილებში.განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული ქაცვი საქართველოს მრავალ ტერიტორიაზე.განსაკუთრებით მრავლადაა გავრცელებული მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის ხეობებში, სადაც შესაძლებელია მისი მასიურად დამზადება.ქაცვი გამოირჩვა თავისი განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით.მისგან ამზადებენ უნიკალურ სამკურნალო ზეთს,რომელიც გამოიყენება კუჭნაწლავის დაავადებების დროს,ასევე მისი ფოთლების ნაყენი გამოიყენება სახსრების დაავადების სამკურნალოდ.
52ad7bc02c59b

ქართული ვაზი

Posted: აპრილი 27, 2015 in Uncategorized

d092dd4c03d8 მსოფლიოში ცნობილია ვაზის 4000-მდე ჯიში. საქართველოში ვაზის 500-მდე ადგილობრივი ჯიშია, რომელთაგან სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანილია 62 ჯიში, მათ შორის 29 საღვინე და 9 სუფრის. გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია; რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა. რქაწითელი საქართველოში , ფართოთ გავრცელებული ვაზის ჯიშია. ყველაზე დიდი ფართობი მას კახეთში უკავია. შორეულ წარსულში რქაწითელს კუკურას უწოდებდნენ.აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3100-3200 c პირობებში მოსავლიანობა 100-150 ც/ჰა. ჯიში ყინვაგამძლეა. ნახევრადმდგრადია მილდიუს მიმართ მცირედ ზიანდება იოდიუმით. რქაწითელი გამოირჩევა შაქრიანობით, მისგან ამზადებენ სუფთა წვენს რომელსაც ,,ბადაგი” ჰქვია.ასევე ამ ჯიშისაგან ამზადებენ უნიკალური სახეობის ღვინოს.

chinuri-iagosi

ჩემს შესახებ

Posted: აპრილი 27, 2015 in Uncategorized

909363601
გამარჯობათ,მე ვარ თორნიკე ნოზაძე,დავიბადე 2000 წლის 6 სექტემბერს,ვცხოვრობ ახალციხის რაიონ სოფელ სვირში და ვსწავლობ ამავე სოფლის სკოლაში.ჩემი ბლოგის თემაა ბუნების დამცველი.
რატომ გადავწყვიტე გავმხდარიყავი ბუნების დამცველი?
–იმიტომ გადავწყვიტწე რომ მე ბუნებაში მრავალფეროვანი გარემო და მისი სილამაზე.
მე ამ ბლოგის შესახებ გავიგე ჩემი კლასელი ლალი უჩიძისაგან, რომელიც გახდა წლევანდელი კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი,კატეგორიაში მოქალაქე ჟურნალისტი.

Hello world!

Posted: აპრილი 21, 2015 in უკატეგორიო

This is your very first post. Click the Edit link to modify or delete it, or start a new post. If you like, use this post to tell readers why you started this blog and what you plan to do with it.

Happy blogging!