ჰაერის დაბინძურება

Posted: დეკემბერი 25, 2015 in Uncategorized

07e8e5877b0f

გარემოს დაბინძურებაში ყველაზე მეტად ადამიანის ხელი ურევია.დაბინძურების მთავარი წყაროებია:ქარხნები, ავტომობილები, სხვადასხვა საწარმოები და  სხვ. დაბინძურებული ჰაერი ადამიანს და სხვა ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს.ჰაერში ნარჩენი აირების დაგროვება მჟავურ წვიმებს იწვევს, რომლებიც ხეებს, ტბებს, მდინარეებსა და შენობებსაც კი აზიანებს.   ჰაერს ამ ყველაფერთან ერთად აბინძურებს ქალაქის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი, რომელზეც ღიად არის გარეთ დაყრილი და დაუფარავი ორგანული ნარჩენების ლპობის შედეგად გამიოყოფა მავნე აირები. ადგილი აქვს ნარჩენების ღიად წვას, რომლის დროსაც გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებები ქარბის დროს იფანტება.მჟავური წვიმები მდინარეებს და ტბებს აბინძურებს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის წყლის დაბინძურების მიზეზი,არსებობს ქალაქები რომლებშიც არის მდინარეები და ზღვები და შიგნით ჩაედინება  გარემოსთვის საზიანო ნარჩენები და ბინძურდება რის შედეგადაც თევზები და წყლის მცენარეები იხოცება.ზღვას ძლიერ აბინძურებს ტანკერებიდან და ნავთობის კოშკურებიდან ჩაღვრილი ნავთობი.ამის შედეგად იცვლება და უარესდება ატმოსფეროს ქიმიური შედგენილობა, მასში იზრდებანახშიროჟანგის შემცველობა, მცირდება ოზონის შრე, ჩვენი პლანეტის დამცავი აპკი,რომელიც იცავს ყოველივე ცოცხალს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

45678gamonabolqvi1

 

დატოვე კომენტარი