შავი ზღვა

Posted: ნოემბერი 26, 2015 in Uncategorized

rain-forest1a

შავი ზღვა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ღრმა შიდაკონტინენტური ზღვაა.ის ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს და ატლანტის ოკეანისა უზს მიეკუთვნება.შავი ზღვა საქართველოს დასავლეთიდან 310 კილომეტრის მანძილზე ეკვრის .შავი ზღვა 150-200 მ სიღრმიდან ფსკერამდე პრაქტიკულად უსიცოცხლოა ,რადგან წყალი სრულიად მოკლებულია ჟანგბადს.მის ნაცვლად ჭარბადაა მომწამვლელი გაზი – გოგირწყალბადი, რომელითაც გაჯერებლია ზღვის წყლის საერთო მოცულობის 86 პროცენტი.გოგირდწყალბადის კონცენტრაცია შეადგენს 11-14 მილიგრამს ლიტრში. ამიტ განსხვავდება შავი ზღვა მსოფლიოს სხვა ზღვებისგან.მისი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს – იგი უდიდესი უჟანგბადო წყალსატევია .სამაგიეროდ, წყლის ზედა და თბილი ფენა დიდი რაოდენობით შეიცვს ჟანგბადს , რის გამოც მდიდარია ორგანული სამყაროთი (ძუძუმწოვრებით, თევზებით, კიბოსნაირებით, ჭიებით, მოლუსკებით, უმარტივესებით და სხვა.).მისი 150 სახეობა რელიქტურია,240 კი – ენდემური. ზღვის ფაუნის უმეტესობა ხმელთაშუა ზღვიდანაა შემოსული.საქართველოში შავ ზღვას უდიდესი ტურისტული-რეკრეაციული მნიშვნელობა აქვს . ხმელთაშუა ზღვასთან და საერთოდ, მსოფლიო ოკეანესთან შედარებით, შავი ზღვა ნაკლებმარილიანია ,ზღვაში დიდი რაოდენობით ჩაედინება მტკნარი მდინარეული წყალი,რომელსაც შავი ზღვა ჩრდილო ნაწილში მდებარე ქერჩის სრუტით უკავშირდება.შავი ზღვის სანაპირო ზოლში არაერთი ბალნეოლოგიური და საზღვაო კურორტია ,რომლებსაც ასიათასობით დამსვენებლი სტუმრობს ყოველწლიურად.

es11

დატოვე კომენტარი