Archive for ნოემბერი 26, 2015

შავი ზღვა

Posted: ნოემბერი 26, 2015 in Uncategorized

rain-forest1a

შავი ზღვა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ღრმა შიდაკონტინენტური ზღვაა.ის ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს და ატლანტის ოკეანისა უზს მიეკუთვნება.შავი ზღვა საქართველოს დასავლეთიდან 310 კილომეტრის მანძილზე ეკვრის .შავი ზღვა 150-200 მ სიღრმიდან ფსკერამდე პრაქტიკულად უსიცოცხლოა ,რადგან წყალი სრულიად მოკლებულია ჟანგბადს.მის ნაცვლად ჭარბადაა მომწამვლელი გაზი – გოგირწყალბადი, რომელითაც გაჯერებლია ზღვის წყლის საერთო მოცულობის 86 პროცენტი.გოგირდწყალბადის კონცენტრაცია შეადგენს 11-14 მილიგრამს ლიტრში. ამიტ განსხვავდება შავი ზღვა მსოფლიოს სხვა ზღვებისგან.მისი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს – იგი უდიდესი უჟანგბადო წყალსატევია .სამაგიეროდ, წყლის ზედა და თბილი ფენა დიდი რაოდენობით შეიცვს ჟანგბადს , რის გამოც მდიდარია ორგანული სამყაროთი (ძუძუმწოვრებით, თევზებით, კიბოსნაირებით, ჭიებით, მოლუსკებით, უმარტივესებით და სხვა.).მისი 150 სახეობა რელიქტურია,240 კი – ენდემური. ზღვის ფაუნის უმეტესობა ხმელთაშუა ზღვიდანაა შემოსული.საქართველოში შავ ზღვას უდიდესი ტურისტული-რეკრეაციული მნიშვნელობა აქვს . ხმელთაშუა ზღვასთან და საერთოდ, მსოფლიო ოკეანესთან შედარებით, შავი ზღვა ნაკლებმარილიანია ,ზღვაში დიდი რაოდენობით ჩაედინება მტკნარი მდინარეული წყალი,რომელსაც შავი ზღვა ჩრდილო ნაწილში მდებარე ქერჩის სრუტით უკავშირდება.შავი ზღვის სანაპირო ზოლში არაერთი ბალნეოლოგიური და საზღვაო კურორტია ,რომლებსაც ასიათასობით დამსვენებლი სტუმრობს ყოველწლიურად.

es11

საქართველოს ჰავა

Posted: ნოემბერი 26, 2015 in Uncategorized

Koppen_World_Map_(retouched_version)

საქართველოს შედარებით მცირე ტერიტორიაზე არის დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონა დაწყებული ნოტიო სუბტროპიკულიდან, დამთავრებული მარადი თოვლისა და მყინვარების ზონით. საქართველოს ჰავის ნაირგვარობას განსაზღვრავს ერთი მხრივ, მისი მდებარეობა სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთ საზღვარზე შავსა და კასპიის ზღვებს შორის, მეორე მხრივ, მისი რელიეფის განსაკუთრებული სირთულე: ჰავის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობენ სხვადასხვა მიმართულებისა და სიმაღლის ქედები. ადგილობრივ ჰავას ქმნის შავი ზღვა და კავკასიონი. უკანასკნელი საქართველოს იცავს ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასების უშუალო შემოჭრისაგან, ხოლო შავი ზღვა აზომიერებს ტემპერატურის მერყეობას და ხელს უწყობს ნალექების დიდ რაოდენობით მოსვლას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.

ტროპიკული ტყეები

Posted: ნოემბერი 26, 2015 in Uncategorized

დაიცავი ბუნება

rain-forest1a

ტროპიკული ტყეები გავრცელებულია ეკვატორულ, სუბეკვატორულ და ტროპიკულ სარტყლებში.მცენარებით სავსე მარადმწვანე ტენიანი ტროპიკული ტყეები ვითარდება წლის განმავლობაში ნალექებისა და ტემპერატურის თანაბარზომიერი განაწილების პირობებში. მიუხედავად ამისა, რომ ტროპიკული  ტყეების მწვანე საფარი დედამიწის მხოლოდ 20% შეადგენს,ცხოველთა და მცენარეთა სახეობების ნახევარზე მეტი აქ ბინადრობს.ტროპიკულ ტყეებს განადგურება ემუქრება,რადგან ადამიანები ტყეებს მიწათმოქმედებისთვის, მაღაროებისთვის და ტყის მასალის მოსაპოვებლად ჭრიან. მათ შორის არის ამაზონის ტროპიკული ტყე,ის არი ფართოფოთლოვანი ტყე, რომელიც სამხრეთ ამერიკაში მოიცავს უდიდეს ამაზონის აუზს.ამაზონის ტყე ცხრა ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს. ტყის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ბრაზილიაში, სადაც 60%-ია წარმოდგენილი.ხოლო დანარჩენი  ნაწილი წარმოდგენილია ვენესუელაში, ეკვადორში, ბოლივიაში, გაიანაში, სურინამისა და ფრანგულ გვიანაში.ამაზონის ტყე წარმოადგენს პლანეტის ტროპიკული ტყეების ნახევარს და შეიცავს უმდიდრეს სახეობებს. 2008 წელს, ის ერთ-ერთ კანდიდატურას წარმოადგენდა მსოფლიოს შვიდი ბუნებრივი საოცრების ნუსხაში.

amazon-river-gohotoyahoo1

View original post