ჩრდილოეთის თეთრი დათვი

Posted: ნოემბერი 19, 2015 in ცხოველები

800px-Polar_Bear_ANWR_3
თეთრი დათვი არის მტაცებელი ძუძუმწოვარი დათვისებრთა ოჯოხიდან.ის ბინადრობს ჩრდილოეთ ყინილოვანი ოკეანის კუნძულებსა და სანაპიროებზე.თეთრი დათვი ერთ-ერთე უდიდესია დათვებს შორის, მამრის სხეულის სიგრძე 2.5-3 მ, ხოლო მდედრის 2-2.5 მ აღწევს. მამრის წონა 400-650 კგ,ხოლო მდედრის 175-300 კგ.მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 20-30 წელია.მისი სხეული დაფარულია თეთრი,ხშირი,გრძელი ბეწვით. თეთრი დათვის ძირითადი საკვებია სელაპი, ჭამს აგრეთვე თევზს, ფრინველებსა და მათ კვერცხებს. ის კარგად ცურავს და ყვინთავს,მას ცურვაში ეხმარება სქელი კანქვეშაცხიმის ფენა,და ეს იცავს მას სიცივისაგან.თეთრი დათვის ლათინური დასახელება ნიშნავს „ზღვის დათვს“, რადგან იგი გავრცელებულია იმ ადგილებში, სადაც ყინულებიანი ზღვა ხვდება დედამიწას. წყალი მათთვის სახლივით არის. ბუნაგში ზამთარს მხოლოდ მაკე მდედრი დათვი ატარებს. იგი ბუნაგს თოვლის გროვაში, წყალთან ახლოს თხრის. მამრი თეთრი დათვები აქტიურობას ინარჩუნებენ მთელი წლის განმავლობაში. პატარა ბელები დეკემბერ-იანვარში იბადებიან და ბუნაგიდან, დაახლოებით, სამი თვის შემდეგ გამოდიან.

Cute-Polar-Bear-polar-bears-35634913-1600-1067

დატოვე კომენტარი